„ნაციონალური მოძრეობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ერთ ოლქში მიაღწია გამაჯვებას, თუმცა ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება ელის.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გამარჯვების მისაღწევად ადმინისტრაციული რესურსი და ყველა მეთოდი გამოიყენა.
„ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - ადმინისტრაციული რესურსი, სუს-ი, დაშინება, ზონდერები, ჩხუბები უბნებზე. ამ ყველაფრით მათ მიაღწიეს ერთ ოლქში წარმატებას. 73 ოლქში ისინი წარმატებას უბრალოდ ვერ მიაღწევენ და ოქტომბერში მათ სერიოზული დამარცხება ელით“, - განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის გარდაბანში 64 საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად, კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა 70.15%, 16 104 ხმა მიიღო.
"ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატს, ბესიკ კახაბრიშვილს კი ამომრჩევლთა 29.85%-მა დაუჭირა მხარი. ცესკოს მონაცემებით, კახაბრიშვილმა 63 უბნის დათვლის შედეგად 6 851 ხმა მიიღო.