„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სივრცეში დომინანტ პოლიტიკურ ძალად რჩება.
კობახიძის განცხადებით, გარდაბნის არჩევნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ ტესტს წარმოადგენდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი უპირატესობით, დაახლოებით სამმაგი უპირატესობით მოიგო გარდაბნის არჩევნები, რასაც წინასწარ ვაანონსებდით კიდეც. გარდაბნის არჩევნებს ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები ასახავს არამხოლოდ გარდაბნის, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის განწყობას. შესაბამისად გარდაბნის არჩვენებს თითოეული ჩვენგანი განვიხილავდით, როგორც ერთგვარ გენერალურ ტესტს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. გარდაბნის არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და რჩვება დომინანტ ძალად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.