PACE-ის შეფასებით, უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია

PACE-ის შეფასებით, უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია

PACE-ის შეფასებით, უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია უფლებადამცველების დაცვის კუთხით საქართველოში ვითარების გაუარესების ნიშნებია, - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში, რომელიც წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

"არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომისული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფატები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებადამცველების წინააღმდეგ ვითარება გაუარესდა აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთშიც.

"ასამბლეა გმობს მსგავს პრაქტიკას და მხარს უჭერს უფლებადამცველების მუშაობას, რომლებიც თავიანთ პირად ცხოვრებას და უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ სხვების უფლებების დაცვის მიზნით", - ნათქვამია რეზოლუციაში.

საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებადამცველების როლისა და დაცვის გაძლიერების შესახებ გუშინ იმსჯელეს.