"ჩვენ, მმართველ ძალას გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები"

სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებისას  გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გოჩა ჯამარაულს მიულოცა გამარჯვება.

„მინდა ყველა დამკვირვებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მინდა გამარჯვებულს, რა თქმა უნდა, გამარჯვება მივულოცო. ძალიან კარგია  და მისასალმებელი განცხადებაა, რომ  ის იქნება ყველას გამგებელი.  მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნების დროს გარკვეული დაძაბულობა იყო საარჩევნო უბნების გარეთ. მოვუწოდებ  ყველა მხარეს, მათ შორის მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა.“  -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა  მომავალი არჩვენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა ოქტომბრის არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოსთვის, იმისთვის რომ ჩვენი პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის კიდევ ერთხელ განვამტკიცოთ.

„ჩვენოქტომბერშიძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებიგველოდება. მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებსგანსაკუთრებული ყურადრებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია როგორც ევროპული ქვეყნის კიდევ ერთხელ უნდა განამტკიცოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ მართლაც  ევროპული მაღალი კულტურის ქვეყანა და შევძლოთ ურთიერთობა, მიხეუდავად ყველანაირი პროვოკაციებისა,   რომელიც შეიძლება წამოვიდეს და ვიღაცას შეიძლება მართლაც აწყობდეს გარკვეული არეულობა.  ჩვენ უნდა დავამტკიცოთ,რომ ჩვენ შეგვიძლია და გვსურს ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები.როგორც მმართველ ძალას,  ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა. „-განაცხადა კვირიკაშვილმა.