NBA-ს მწვრთნელების მიერ შერჩეული "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილე სარეზერვო მოთამაშეები გამოვლინდა. სარეზერვო მოთამაშეებში მწვრთნელებმა ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია არ აირჩეს.
დასავლეთის კონფრენციაში, რომლის გუნდსაც გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის, შემდეგი კალათბურთელები შეირჩა: კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი, დრეიმონდ გრინი, ენტონი დევისი, კლეი თომპსონი, დემარკუს კაზინსი და ლამარკუს ოლდრიჯი.
ზაზა ფაჩულიას 14 ათასი ხმა დააკლდა და ის "ყველა ვარსკლავის" მატჩში ვერ მოხვდა. თუმცა ზაზა ფაჩულია მე-4 ადგილზე გავიდა ფორვარდებში და ბოლო იმედი მწვრთნელების ხმები იყო.