იენს სტოლტენბერგი - ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას

იენს სტოლტენბერგი - ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას

ნატო განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა ამ ქვეყნებმა უკეთ შეძლონ, გარე ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიონ, - ამის შესახებ საუბარია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2015 წლის ანგარიშის წინასიტყვაობაში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"აღმოსავლეთში ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერას, რათა მათ გარე ზეწოლასთან გამკლავება უკეთ შეძლონ. ჩვენ მათ სხვადასხვა გზით ვეხმარებით თავდაცვისუნარიანობის მშენებლობის, ინსტიტუტების მოდერნიზებისა და რეფორმების გაძლიერების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში. 
ნატო-ს გენერალური მდივანი ყოველწლიურ ტრადიციულ ანგარიშს დღეს, პრესკონფერენციაზე წარადგენს.