გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილი - ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი დაიწყო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის საშუალება იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დაგროვილი მასალების სასამართლოსთვის წარდგენა მოხდეს.
"ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ყველა ის მასალა, რომელიც დაგროვილი გვაქვს საქართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად, წარვუდგინოთ სასამართლოს და რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავიცვათ საქართველოს ინტერესები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.