ტარიფების ზრდა არ იქნება- იძლევა დაპირებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების და ენერგეტიკის სფეროში საქართველოს შესაძლებლობების შესახებ კალაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრა.
„ოპოზიციასთან დაახლოვებული ადამიანები ცდილობენ გადაიყვანონ ეს მოლაპარაკებები პოლიტიკურ სიბრტყეში. მე პრაგმატულად ვუყურებ ამას. რადგან ვიცი რასაც ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, საქართველოსთვის. როგორც მინისტრმა მე უნდა ვუზრუნველყო ჩემი ხალხი ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით.“-განაცხადა მინისტრმა.
ასევე, კალაძის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა უახლოვეს წლებში, რადგანაც ჩვენ გვაქვს ბევრი წყლის რესურსები.