რუსეთმა ჰააგის სისხლის სამართლის კრიმინალურ სასამართლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საკუთარი გამოძიების მასალები გადასცა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ გამოძიება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა.
"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩაატარა ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დეტალური გამოძიება. რუსული გამომძიებლების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება და მასალა საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა", - განაცხადა მარკინმა.