ახალი წლის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

ახალი წლის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

თავისუფლების მოედანზე საახლაწლო გალა-კონცერტი 22:30 საათზე დაიწყება. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს.

სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. საახალწლო გალა-კონცერტი მიხეილ მდინარაძის საავტორო პროექტია, რომელიც ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს.

თბილისის მერიის ინფორმაციით თავისუფლების მოედანზე შექმნილ ატმოსფეროს მოცეკვავეები ვალსის ცეკვით გაალამაზებენ. სტუმრები 2016 წელს ტრადიციული მრავალჟამიერის ფონზე შეეგებებიან.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები.