პრემიერ-მინისტრი თელავში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი თელავში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ტრაგედიის გამო.

“დიდი ტკივილი მოგვაყენა ორი ქართველი პოლიციელის გარდაცვალებამ. პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და პოლიციის ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.