საახალწლო დღესასწაულების ფონზე ევროპაში, შესაძლო ტერაქტების გამო უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. ნიუ იორკში, პარიზსა და ბრიუსელში, საფრთხის გამო საახალწლო ფეიერვერკები გააუქმეს.
როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება "მიღებული ინფორმაციის" საფუძველზე მიიღო. "ბიბისი" წერს, გასულ წელს ახალი წლის აღსანიშნავად ბრიუსელის ქუჩებში 100 000-მდე ადამიანი გამოვიდა. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია პარიზში, ლონდონში, ბერლინსა და მოსკოვში. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში 3 000 პოლიციელი დაიცავს წესრიგს. ტერორისტული საფრთხე მაღალია თურქეთში, სადაც გუშინ "ისლამური სახელმწიფოს" ორი წევრი სპეცოპერაციის დააკავეს. როგორც თურქეთის ძალოვან სტრუქტურებში აცხადებენ, ორივე მათგანი საახალწლოდ ტერაქტებს გეგმავდა და ამ მიზნით თურქეთში სირიიდან გადავიდა. კვირის დასაწყისში ავსტირიის სადაზვერვო სამსახურმა ევროპულ ქვეყნებს გადაუგზავნა ინფორმაცია ევროპაში მაღალი ტერორისტული საფრთხეების შესახებ.