ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, საკუთარ გუნდს მთელი რესურსით დაეხმარება.
"სიების შედგენაში რა თქმა უნდა მივიღებ მონაწილეობას. ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. ძალიან აქტიურად ჩავერევი და მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რათა დავარწმუნო საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს. ის გზები, რა გზებიც გამოიკვეთა ჩვენი მოსვლის შემდგომ, ის ფასეულობები, რაც დავამკვიდრეთ, სჭირდება მათ გაღრმავება და გამაგრება. მე ინტერესი მაქვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ჩემთან ერთად მაქსიმალურად მოახერხოს მობილიზება და მივიღოთ შესატყვისი გადაწყვეტილებები", - განაცხადა ივანიშვილმა.