თელავში საპატრულო პოლიციაზე თავდასხის შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა

თელავში საპატრულო პოლიციაზე თავდასხის შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა

თელავში საპატრულო პოლიციაზე თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირი საპატრულო პოლიციის ეზოში უკანა მხრიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.