"ჩვენ 3%-ზე გავალთ წლევანდელ წელს უკვე მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაზე"

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ მთლიანი შიდაპროდუქტის მაჩვენებელი გამოაქვეყნა და ნოემბერში აღნიშნული მაჩვენებელი დადებითია.

ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3% იქნება.

„ჩვენ ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდა წინასწარი, ესაა 5.3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრისთვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 3%-ზე გავალთ წლევანდელ წელს უკვე მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაზე. რამდენიმე დარგია, სადაც განსაკუთრებით დიდი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით, ესაა მშენბლობა სადაც 30%-იანი ზრდაა, მეტალურგიული პროდუქტების წარმოება, ასევე 30%-იანი ზრდაა, სამთომოპოვებითი მრეწველობა 15%-იანი ზრდა, კარგი ზრდა გვაქვს სასტუმროებში და რესტორნებში 10%-იანი და საფინანსო შუამავლობაში 9%-იანი ზრდაა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.