პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას გეგმავს

პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას გეგმავს

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას სურს, არასამთავრობო სექტორისგან მოისმინოს წინადადებები, თუ როგორ უნდა გახდეს მთავრობის მუშაობა მეტად ეფექტური და გამჭვირვალე.

"მინდა უახლოეს დღეებში გავუკეთოთ ორგანიზება არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას, მინდა მათი წინადადებეი მოვისმინო თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე", - განაცხადა პრემიერმა.