პრემიერმა ბიზნესომბუდმენს ბიზნესმენებთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა

პრემიერმა ბიზნესომბუდმენს ბიზნესმენებთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი სახეების მოძიება უნდა მოხდეს, რადგან ქვეყანაში ბევრი ახალი საინტერესო მეწარმეა.

ამ მიზნით პრემიერმა ბიზნესომბუდსმენს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნემსმენებთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა.

"ბიზნესომბუდსმენს მინდა ვთხოვო, რომ უახლოეს მომავალში საქმიანი წრეების შეხვედრის ორგანიზება მოახდინოს. მინდა ვთხოვო, რომ ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი ბიზნესი, მოვძებნოთ ახალი სახეები. ძალიან ბევრი ახალი საინტერესო მეწარმეა, ბიზნესია და მინდა მათ წარმომადგენლებს შევხვდეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.