"დავიწყებთ ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგნლებთან"

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს დამტკიცება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ძველ, ახალ უფლებამოსილებაში შესვლა, მინდა მივულოცო მიხეილ ჯანელიძეს. დავით ბაქრაძეს ვულოცავ დაბადების დღეს. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება გავიმეორო ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, მაქსიმალური ჩართულობა ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგნლებთან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.