გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა პირველ სხდომას მართავს

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა პირველ სხდომას მართავს

საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პირველ სხდომას მართავს. შესაბამისად, მას პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილი პირველად ხელმძღვანელობს. ასევე, მას მინისტრის რანგში პირველად ესწრება მიხეილ ჯანელიძე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.

რაც შეეხება სხდომის დღის წესრიგს, მინისტრები დღეს 38 საკითხს განიხილავენ, რომელთა შორისაც ერთი საიდუმლოა და 4 პროექტს შეეხება.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა გუშინ დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 კი წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".