თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცული თანამშრომლები "თბილსერვისის" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ კუთვნილი მეცამეტე ხელფასი არასრულად ჩაერიცხათ. როგორც აქციაზე მოსულები აცხადებენ, ასევე "თბილსერვისის" თანამშრომელთა მხრიდან გარკვეული ზეწოლაა, რომ მათ არ გაემართათ საპროტესტო აქცია. "ჩვენ ვითხოვთ ხელფასების მატებას, რადგან ყველაფერი გაძვირებულია. ასევე ვითხოვთ ჩვენ კუთვნილ მეცამეტე ხელფასს, რომელსაც არასრულად გვირიცხავენ. დღეს დილით თითქმის მთელი დასუფთავების სამსახური იყო გაფიცული, თუმცა, "თბილსერვისის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა დავით ბურჭულაძემ გადაწყვიტა მუქარის გზით შეეშინებინა გაფიცული თანამშრომლები, სწორედ ამიტომ ახლა ნაწილი ვართ გაფიცულები. ჩვენი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამდე ვიქნებით გაფიცულები", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.