"ისლამურმა სახელმწიფომ" "ტვიტერზე" დაჯგუფების ლიდერის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მიმართვის ქართულენოვანი თარგმანი გამოაქვეყნა. 28-წუთიანი აუდიოფაილი სათაურით "დაელოდეთ, ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით," გუშინ გამოქვეყნდა.
ტერორისტთა ლიდერის, ალ-ბაღდადის სახელით აუდიომიმართვის არაბულენოვანი ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მიმართვაში ე.წ. "ხალიფა" მოუწოდებს ყველა მუსლიმანს მებრძოლთა რიგებში გაწევრიანდნენ. ეს არის ალ-ბაღდადის პირველი მიმართვა ბოლო 7 თვის განმავლობაში.