"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერს საკთარი თავის გამოსავლენად ასდღიან ვადას აძლევენ

"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მიმართებაში ასი დღის განმავლობაში მორატორიუმს აცხადებს.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში", "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ასი დღის განმავლობაში პარტიის წევრებისგან იქნება კრიტიკა, მაგრამ არა ჩასაფრებულის პოზიციიდან.

ალასანიას თქმით, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს სურთ რომ პრემეირ-მინისტრთან შეხვედრა გამართონ.

"თავისუფალ დემოკრატებს" გვინდა, რომ კვრიკაშვილმა არ განიცადოს ისეთივე ფიასკო, რაც განიცადა წინა პრემიერმა და ამაში ერთი გამოსავალი აქვს, რომ ერთ მოქალაქეს კი არ დაუჯეროს, დაუჯეროს ხალხს. ჩვენ ვთვლით, რომ მას უნდა მიეცეს შანსი გამოავლინოს საკუთარი თავი. ასი დღე ამისთვის აბსოლუტურად საკმარისია. "თავისუფალ დემოკრატებს" გვინდა, რომ მივცეთ მას შანსი საკუთარი თავის გამოვლენის. ჩვენ ვთვლით, რომ მას ეკუთვნის ამ შანსის მიცემა. ასი დღის განმავლობაში, ჩვენ ვიქნებით კრიტიკული, მაგრამ არ ვიქნებით ჩასაფრებული და ასი დღის თავზე, ჩვენ გვინდა შეხვედრა შედგეს პრემიერსა და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის", - განაცხადა ალასანიამ.