"მურუსიძის ვირუსი ჩვენთვის ძალიან სახიფათოა, ეს პრობლემა ჩვენ გვერდს არ აგვივლის"

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ლევან მურისიძის არჩევა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ, სერიოზული ჩავარდნაა სასამართლო ხელისუფლების.

გუბაზ სანიკიძის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლება არ უნდა იყოს სუსტი, თუმცა მისი შეფასებით, საქართველოს სასამართლო სისტემას სერიოზული ჩავარდნა აქვს.

"რაც მოხდა მურუსიძესთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა ჩვენი ხელისუფლების. ამ დარბაზში, მე პირადად, თქვენთან ერთად სამ კანდიდატურას მივეცი ხმა, რომლებმაც მერე მურისიძეს დაუჭირეს მხარი. სად შეგვეშალა და რა შეგვეშალა?! ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ. ეს პრობლემა ჩვენ გვერდს არ აგვივლის. ჩვენი ხალხის თვისებაა, რამდენადაც მიმტევებელია ჩვენი ხალხი, იმდენად შეუძლია შურისძიება. ჩვენ გვქონდა მორალური უპირატესობა "ნაციონალურ მოძრაობაზე", ძალიან არ მინდა ეს დავკარგოთ. მურუსიძის ვირუსი ჩვენთვის ძალიან სახიფათოა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა ვუყოთ სასამართლო ხელისუფლებას. შეიძლება საკანონმდებლო ხელისუფლება იყოს სუსტი, აღმასრულებელი ხელისუფლებაც შეიძლება იყოს სუსტი, მაგრამ სასამართლო ხელისუფლება თუ არის მრუდე სახელმწიფო ვერ განვითარდება. სასამართლო ხელისუფლებას აქვს ჩავარდნა", - განაცხადა სანიკიძემ.