საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წევრებს და დეპუტატებს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ.
პაუაშვილის თქმით, ნაკლები პრობლემები იქნება, თუკი მინისტრებისთვის ტაბუდადებული თემები არ იქნება და ისინი ყველა საკითხზე ღიად ისაუბრებენ.
"ბოლოს და ბოლოს, უკვე მესამედ თუ მეოთხედ გიცხადებთ ნდობას და ორჯერ-სამჯერ მაინც გმართებთ თითოეულ მინისტრს მოგვისმინოთ და გულთან მიიტანოთ ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემა საერთოდ გაქრება თუ ერთად ვიმუშავებთ. მთავარია ვისაუბროთ ყველა თემაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ის ჯოჯოხეთი, რაც ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ. თუ ეს ვინმეს არ ესმის გაუჭირდება აღქმა და ბატონი გიორგი არის ის ადამიანი, რომელსაც არასდროს თავი არ აურიდებია ამ დარტყმებისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.