ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თანამდებობა დროებითია და ის რომელ სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს ყოველთვის ეცდება იყოს ქართველი ხალხის სამსახურში.
ამასთან, კალაძის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მაქსიმალურად გადაიჭრას.
"ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. მაქსიმალურად იქნება ამაში შრომა ჩადებული და ვეცდებით ყველა პრობლემის გადაჭრას. ვფიქრობ, თანამდებობა დროებითია. სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ, ჩვენი ქვეყნის, ხალხის სამსახურში და ვფიქრობ, ირაკლი სადაც არ უნდა იყოს, ის ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნება", - განაცხადა კალაძემ.