„რეფორმამ მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით უდიდესი ცვლილება მოიტანა“

„რეფორმამ მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით უდიდესი ცვლილება მოიტანა“

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ არის იდეალური, სჭირდება დახვეწა და საჭიროებაზე ორიენტირებული, დიფერენცირებული უნდა გახდეს.

„ უნდა იყოს გამოყენებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელები. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ სულისკვეთებას, რეფორმის დახვეწის თვალსაზრისით. ამ რეფორმამ უდიდესი ცვლილება მოიტანა ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რეფორმა გასაგრძელებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სადაც შესაძლებელია, სახელმწიფომ სწორი მიმართულებები მისცეს რეფორმას და მოხდეს მისი დახვეწა”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. კვირიკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.