პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაპირებები იყო ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებული, მაგრამ - გულწრფელი.
„თუმცა, ხელისუფლების ცვლილების მიზეზი ეს არ ყოფილა. ხელისუფლების ცვლილება შექმნილმა მძიმე ვითარებამ განაპირობა. ხელისუფლების ცვლილებების მიზეზი იყო ფუნდამენტური და გრძნობს მოსახლეობა, რითაც ჩვენი ხელისუფლება განსხვავდება წინამორბედისგან. ჩვენ ვაჩვენეთ სამი წლის განმავლობაში მაგალითი, როგორ უნდა მოუსმინო შენს მოსახლეობას“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. კვირიკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.