„შეგიძლიათ გაესაუბროთ არაერთ პოლიციელს, რამხელა წნეხი იყო დანაშაულის გაშუქების თვალსაზრისით“

„შეგიძლიათ გაესაუბროთ არაერთ პოლიციელს, რამხელა წნეხი იყო დანაშაულის გაშუქების თვალსაზრისით“

“დანაშაულის მატება არის ყაჩაღობის ნაწილში, მთლიან სტატისტიკაში არის 4%-იანი კლება“.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„შეგიძლიათ გაესაუბროთ არაერთ პოლიციელს, რამხელა წნეხი იყო დანაშაულის გაშუქების თვალსაზრისით და გახსოვთ, რამხელა აგრესია გამოიწვია ხელისუფლების, როცა „იმედმა“ გაბედა თავის დროზე და სანდრო გირგვლიანის წამებით მოკვლის საკითხი გააშუქა. არაფერს ვამტკიცებ, ვამბობ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ვითარება გამოსწორდეს. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე და იმის შეგრძნება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პოლიციელებმა, დღეს დილით, დამნაშავე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დააკავეს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.