ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, შერიგების პროცესი დავასრულოთ

ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, შერიგების პროცესი დავასრულოთ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დრო მოქმედებს სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მომავალი თაობების შერიგების წინააღმდეგ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი  თქმით, ყველა სიკეთე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება,  აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ძლიერია ჩვენი მოწოდება, შევქმნათ მეტი დინამიზმი, ამ მიმართულებით, უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის არ უნდა შეგვეშინდეს. პაატა ზაქარეიშვილს აქვს ძალიან კარგი იდეები. შეგვიძლია, შევიკრიბოთ და განვიხილოთ ეს იდეები. დრო გვაშორებს სანუკვარ მიზანს, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. დრო მოქმედებს სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მომავალი თაობების შერიგების წინააღმდეგ. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ, ხელისუფლებას უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, შერიგების პროცესი დავასრულოთ და ჩვენ მოწოდებული ვართ, გადავდგათ ასეთი ნაბჯები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.