კვირიკაშვილი პარლამენტთან, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის დამკვიდრებას გეგმავს

კვირიკაშვილი პარლამენტთან, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის დამკვიდრებას გეგმავს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ღია და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცება.

მთავრობის მეთაურობის კანდიდატი პარლამენტთან, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის დამკვიდრებას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქსიმალური ჩართულობით უნდა იყოს მიღებული.

„კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ გამჭვირვალე მმართველობის კულტურა, დემოკრატიული საარჩევნო და კონკურენტული გარემო დავამკვიდროთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს პროგრესი ამ მიმართულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.