კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის დამკვიდრება მთავრობის პრიორიტეტებად რჩება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, კანონის წინაშე თანასწორობა უნდა დამკვიდრდეს და ამ მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობის, პარლამენტის წევრებს და მათი ოჯახების წარმომადგენლებს ეკისრებათ.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი და მოვახდინოთ დემონსტრაცია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.