მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა დაასახელა.
გიორგი კვირიკაშვილმა სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე ისაუბრა.
„გავაგრძელებთ პრაგმატულ, მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, რომ ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს, რათა მოქალაქეებს მშვიდი ცხოვრების საშუალება მივცეთ. ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გამოყენებული იყოს მთავარი ფორმატის - ჟენევის დისკუსიების შესაძლებლობები. ამასთან, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს გავაგრძელებთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას შეიქმნა და ამ ფორმატის წარმატებას ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს. ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამავე დროს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.