„დინამიური განათლების სისტემის შექმნით, ახალგაზრდების დაუსაქმებლობას თავიდან ავიცილებთ“

„დინამიური განათლების სისტემის შექმნით, ახალგაზრდების დაუსაქმებლობას თავიდან ავიცილებთ“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „მთავრობის კიდევ ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიმართულება განათლების სფეროა“.

კვირიკაშვილის განცხადებით, ის მთლიანად  მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების ირგვლივ აიგება.

მთავრობის მეთაურობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების ტენდენციებზე ორიენტირებული სისტემა უნდა შეიქმნას.

„დინამიური განათლების სისტემის შექმნით ახალგაზრდების დაუსაქმებლობას თავიდან ავიცილებთ, ვინაიდან ყველა პროგრამა ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული. ამ პროცესში, მაქსიმალურად ჩავრთავთ კერძო სექტორს იმ პირობით, რომ განათლება ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება. საჯარო კერძო პარტნიორობის მოდელებს გამოვიყენებთ“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.