"იმდენი კონსტრუქტივიზმი უნდა გამოვიჩინოთ, რომ პუტინის განცხადებას აპანჩურებით არ ვუპასუხოთ"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვექტორი ევროპულია, ხოლო რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის მომხრეა.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები ყურადრებას იმსახურებს.

"საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპული. ჩვენ მომხრე ვართ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის, რათა საქართველოს საგარეო ვექტორს საფრთხე არ დაემუქროს. მე ვთქვი ერთი რამ, რომ ბატონი პაატას იდეები იმსახურებს ინტერესს. უნდა იქნას ის განხილული ძალიან ფუნდამენტურად და ძირეულად. ჩვენ არ გვაქვს დრო, არ გადავდგათ თამამი ნაბიჯები ამ მიამრთულებით. რაც შეეხება მის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომ ქართველებმა უნდა ისაუბრონ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე, არ მგონია, ასეთი განცხადებების შემდეგ, სწორი იყოს, თუნდაც ისეთი სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, შეიძლება გქვონდეს შინაგანი სკეპტიციზმი, მაგრამ მოვალენი ვართ, რომ მინიმუმ იმდენი კონსტრუქტივიზმი გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე არ ვუპასუხოთ აპანჩურებით, უგულვებელყოფით და ყველა პოტენციალი, რომელიც იქნება ამ მიმართულებით გაჟღერებული რუსეთის მხრიდან, კონსტრუქტივიზმით მივიღოთ. დამერწმუნეთ, საერთაშორისო არენაზე ეს ჩვენ გაცილებით უფრო დადებითდ წარმოგვაჩენს. იგივე, ამ ურთიერთობებში, უნდა გამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, პოზიტიური პოტენციალი, რომელიც კი შეიძლება წამოვიდეს ამ მიმართულებით. სწორედ აქედან იყო ბატონი პაატას განცხადება განპირობებული, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა პოზიტივი, რომელიც გაჩნდება ამ მიმართულებით. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ახალი თაობები იზრდებიან, ისინი შორდებიან ერთმანეთს, ამიტომ ვფიქრობ, ეს იყო სწორი განცხადება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე პაატა ზაქარეიშვილის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას ეხებოდა.

"ეს იყო არასწორი ინტერპრეტირება. ბატონმა პაატამ თქვა, რომ დე-ფაქტო ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აფხაზეთი არ ყოფილა საქართველოს იურისდიქციაში. გამორიცხულია, რომელიმე ადამიანს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელს  ეთქვა ის, რაც ჟურნალისტებმა გააჟღერეს, გამორიცხულია. აფხაზეთი ისტორიულად ყოველთვის იყო საქართველოს ნაწილი. ვერავინ იტყვის ამას და არც ბატონ პაატას უთქვამს მსგავსი რამე. მე არ ვიცავ ახლა ბატონ პაატას, უბრალოდ არ მინდა დავამახინჯოთ ის ნათქვამები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.