მთავრობა სტრატეგიული სექტორების განვითარებას, მათ შორის, ტურიზმს და სერვისის სექტორს დიდ ყურადღებას დაუთმობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, არცერთი სხვა ინდუსტრია, მოკლე პერიოდში არ ქმნის იმდენ სამუშაო ადგილს, როგორც ტურიზმი.
„მსოფლიო ბანკის დახმარებით დაწერილი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემდეგ, მთავრობა საუკეთესო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიებს მოიწვევს და გამოიყენებს საუკეთესო გამოცდილებას, რომ ამ ინდუსტრიის განვითარება დროის მოკლე მონაკვეთში გახდეს შესაძლებელი.
მისივე თქმით, საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სახელმწიფო ფინანსური რესურსის დახარჯვასთან ერთად, მთავრობა ტურიზმის განვითარებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვასაც გეგმავს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ტურისტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს და ასევე, დაფინანსების მექანიზნებს შექმნის.