გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

პრემეირ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ძალიან დიდ პატივს სცემს არასამთავრობო სექტორის როლს ქვეყნის განვითარების საქმეში.

თუმცა კვირიკაშვილი აქვე არასამთავრობოებს სთხოვს, რეალური ინფორმაციისადმი მეტი სიღრმისეული წვდომით ჩაერთონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

"ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ არასამთავრობო სექტორის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. არაერთი განცხადება გავაკთე გამჭვირვალობის და თანამშრომლობის მზაობის თვალსაზრისით. არასამთავრობო სექტორსაც მინდა ვთხოვო, მეტი ობიექტურობით, რეალური ინფორმაციისადმი მეტი სიღრმისეული წვდომით ჩაერთონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.