პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ მთავრობას მარტივი მემკვიდრეობა არ შეხვდა.
მისი თქმით ქვეყანა მივიედა განვითარების იმ ეტაპე, როცა საზოგადოება უნდა დამშვიდდეს და პოლიტიზაცია უნდა შემცირდეს.
"ჩვენ არ გვქონდა მარტივი მემკვიდრეობა და ამ მემკვიდრეობას მოჰყვა რეაქციები როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ჩვენ მივედით განვითარების იმ ეტაპე, როცა საზოგადოება უნდა დავამშვიდოთ და პოლიტიზაცია უნდა შევამციროთ. პოლიტიკოსები ვიქეცით ერთი სპექტაკლის ნაწილებად, მაქვს შეგრძნება, ვართ გლადიატორები, ვისაც უყურებენ ჩვენი მოქალაქეები ყოველ საღამოს. სამი წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან მემკვიდრეობა მარტივი არ იყო. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მემკვიდრეობა იყო მთლიანად უარყოფითი, იყო დადებითიც, მაგრამ 2007 წლიდან განსაკუთრებით მძიმე 5 წელი გავიარეთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.