"გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ დავამკვიდროთ გამჭვირვალე მმართველობის კულტურა"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ღია და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცება.

მთავრობის მეთაურობის კანდიდატი პარლამენტთან, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის დამკვიდრებას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობით.

„კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ დავამკვიდროთ გამჭვირვალე მმართველობის კულტურა, დემოკრატიული საარჩევნო და კონკურენტული გარემო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს პროგრესი ამ მიმართულებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.