პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის წევრებს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობის კიდევ ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიმართულება განათლების სფეროა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მთლიანად აიგება მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების ირგვლივ. მთავრობის მეთაურობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების ტენდენციებზე ორიენტირებული სისტემა უნდა შეიქმნას.
„დინამიური განათლების სისტემის შექმნით თავიდან ავიცილებთ ახალგაზრდების დაუსაქმებლობას, ვინაიდან ყველა პროგრამა ორიენტირებული იქნება ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებზე. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავრთავთ კერძო სექტორს იმ პირობით, რომ განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისთვის. გამოვიყენებთ საჯარო კერძო პარტნიორობის მოდელებს“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.