ვაკეში რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო

ვაკეში რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო

ვაკეში რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, პოლიციის მიმართულებით შეიარაღებულმა პირმა გაისროლა , რომელიც ბანკის დაყაჩაღებას ცდილობდა.
შსს-ს ცნობით, დაშავებული არავინ არის, პირი, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის ორმა თანამშრომელმა ადგილზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსი" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.