ლეონიდ თიბილოვი შესაბამის უწყებებს ავალებს, დაიწყონ მუშაობა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ალანია ეწოდოს

ლეონიდ თიბილოვი შესაბამის უწყებებს ავალებს, დაიწყონ მუშაობა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ალანია ეწოდოს

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის განკარგულებით, დაიწყება საკითხის განხილვა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსად, ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც ალანია ეწოდოს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
"მე დავავალებ შესაბამის სამსახურებს და შევთავაზებ პარლამენტარებს, ამ საკითხის განხილვა დაიწყონ. არსებობს ჩრდილოეთ ოსეთი - ალანია და გთავაზობთ, ჩვენს რესპუბლიკასაც ეწოდოს სამხრეთ ოსეთი - ალანაია. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ არსებობს დაყოფილი ხალხის პრობლემა", - აცხადებს თიბილოვი. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალში ორივე ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება მოხდება. თიბილოვის აზრით, ეს ხალხის ოცნებაა.