კახა კახიშვილი:  პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი გამჭვირვალე უნდა გახდეს

კახა კახიშვილი: პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი გამჭვირვალე უნდა გახდეს

ვმუშაობთ, რათა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი გამჭვირვალე გახდეს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

"პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხები მოითხოვს ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებით შექმილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრებში არიან ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სხვა ექსპერტები და სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელბიც ვმუშაობთ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოდელის დახვეწაზე. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობთ რომ ნამდვილად პრობლემაა. ჩვენ უკვე შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება, ვაწარმოებთ კოსულტაციებს სასამართლოსთან, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცესი, მაგრამ ამავდროულად სამართლიანი", - განაცხადა კახა კახიშვილმა.