ზვიად კვაჭანტირაძე მიხეილ ჯანელიძეს მოუწოდებს, საპატიო კონსულების მიმართ მაია ფანჯიკიძის მიერ გატარებულ პოლიტიკას გადახედოს

ზვიად კვაჭანტირაძე მიხეილ ჯანელიძეს მოუწოდებს, საპატიო კონსულების მიმართ მაია ფანჯიკიძის მიერ გატარებულ პოლიტიკას გადახედოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჯანელიძეს მოუწოდებს, უცხო ქვეყნების საპატიო კონსულების მიმართ ექს-მინისტრ მაია ფანჯიკიძის მიერ გატარებულ ხისტ პოლიტიკას გადახედოს.

 "ძალიან ხისტი პოლიტიკის შედეგად, რომელიც ჩვენი მთავრობის პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაატარა, მათ პრაქტიკულად ყველანაირი შეზღუდვა დაუწესდათ. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვისაც, კომიტეტში აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ჩვენ ამის თაობაზე განხილვებიც გვქონდა. ჩვენი დამოკიდებულებაც გამოვხატეთ, მაგრამ იმდენად ხისტი იყო ეს დამოკიდებულება შესაბამის კომიტეტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომ ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. ამიტომ უკეთესი მომავლის იმედით, არ გავამწვავეთ ეს საკითხი. ამიტომ მე მინდა, თქვენ მოგიწოდოთ, დაინტერესდებთ ამ საკითხით და თუ ჩვენთან კონსულტაციები დაგჭირდებათ, მზად ვიქნებით", - განაცხადა კვაჭანტირაძემ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.