მოსკოვში მასშტაბური ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს

მოსკოვში მასშტაბური ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს

მოსკოვში ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს. როგორც რუსული პრესა იტყობინება, მეხანძრეები დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მანქანათსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 5 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ხუთსართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 15 000 კვადრატულ მეტრს აღწევდა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტები. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.