პენტაგონის ინფორმაციით,

პენტაგონის ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ სალეჰი ლიკვიდირებულია

საერთაშორისო კოალიციამ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის აბუ სალეჰის ლიკვიდირება მოახდინა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა, ავიაიერიში ჯერ კიდევ ნოემბერში განხორციელდა.

მისი ინფორმაციით, ლიკვიდირებული ტერორისტი "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსთა მინისტრის ფუნქციებს ასრულდება და დაჯგუფების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო. მასთან ერთად მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" კიდევ ორი ლიდერი.