მერია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ახალ პროგრამებს დააფინანსებს

მერია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ახალ პროგრამებს დააფინანსებს

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის თანახმად, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე 214 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყოფა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 9 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია.

დედაქააქის მერიის ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც, კერძოდ, 3 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე, 300 ათასი ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 ათასი ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს.

ამასთან, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში კი, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.