სტამბულში ამერიკის გენერალურმა საკონსულომ სავარაუდო საფრთხისა და მოქალაქეების დაცვის მიზნით მუშაობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "თაიმი" ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, რა კონკრეტულ საფრთხეზეა საუბარი, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, ცნობილია ის, რომ საკონსულოები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას იზმირში, ანკარასა და სხვა ქალაქებში.
ამერიკის საელჩომ ასევე გაავრცელა მიმართვა, რომლითაც საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებებისგან თავშეკავებას ურჩევს.