მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 14. 00 სთ-ზე, ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია წარადგენს „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის” 1-ჳჳ ტომს. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები. ასევე, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის წარმომადგენლები.
წიგნი ეძღვნება თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. მასში მიმოხილულია ისტორიისა და კულტურის 363 ძეგლი, რომელთა უმეტესი ნაწილი სამეცნიერო ლიტერატურაში სრულიად უცნობია. ძეგლების დიდი ნაწილი ილუსტრირებულია ფოტოსურათებითა და აზომვითი ნახაზებით.
წიგნს აქვს ვრცელი შესავალი, რომელიც მკითხველს აწვდის ცნობებს კახეთის არქეოლოგიის, ისტორიის და ხუროთმოძღვრების შესახებ.