საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გუშინ, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თბილისი მარიოტში" ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ევროკავშირი დგას ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც უშუალოდ ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდვე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.