გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამერიკული ჟურნალ "თაიმის" ყოველწლიური გამოკითხვების ნომინაციის "წლის ადამიანის" გამარჯვებული გახდა.
აღნიშნულ ნომინაციაში ლიდერობისთვის იბრძოდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიოდატი დონალდ ტრამპი, ასევე ორგანიზაცია "Black Lives Matter"-ის აქტივისტები, რომლებიც აფროამერიკელთა უფლებებისთვის იბრძვიან.
ანგელა მერკელი ნომინანტთა სიაში იმის გათვალისწინებით მოხვდა, რომ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ცენტრში იყო.
გამოცემა წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს.